სასწავლო პროექტის გეგმა.
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
შორენა მელაშვილი
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
კვაცხუთის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
ქართული სადღეგრძელოს ძალა.
|
||
თემის შინაარსი
|
||
სერგეი ესენინის ცხოვრება, კერძოდ მისი
საქართველოში სტუმრობა და ქართველი გლეხების მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები, რომლებმაც
ცრემლები მოჰგვარეს ცნობილ რუს პოეტს.
|
||
საგანი
|
||
რუსული– ინტეგრირებული ქართულთან.
|
||
დონე/კლასი
|
||
საშუალო საფეხური, მე–9 კლასი, 4 მოსწავლე.
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
ორი კვირა.
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მოსმენა–უცხ.ს.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები,შეტყობინებები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს განცხადების თემას. ამოიცნობს
მიზანს. ამოიცნობს ადრესატს. ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.კითხვა–უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია
წაიკითხოს და გაიგოს ინფორმაციული ტექსტი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს მთავარ თემას.
აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და გამოაქვს
დასკვნა. წერა–უცხ.ს.III.13.
მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე
ზომის ინფორმაციული ტექსტის შედგენა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: თავს
უყრის წაკითხულ ტექსტში შესწავლილ საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და
მათზე დაყრდნობით თხზავს მსგავსი სტრუქტურის ტექსტს.
ლაპარაკი –უცხ.ს.III.19.
მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ–ჩვევებს. შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე: ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა
და ორმულებს. .კულტურათა დიალოგი–უცხ.III.21.
მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის(რუსეთის) კულტურულ რეალიებს. შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, გერბი,
ჰიმნი და სხვა) ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ
დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს. . ასახელებს
დღესასწაულებსა და ზეიმებს. უცხოური ენის პრაქტიკული
გამოყენება(მედიაცია)–უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე
განახორციელოს პროექტი. (მაგ. ბროშურის შექმნა და სასკოლო ვებგვერდზე
განთავსება.) შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: მასწავლებელთან ერთად აყალიბებს
პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს. გუნდის წევრებთან ერთად
განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს. მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის
შედეგები
|
||
მოსწავლეები ისწავლიან პროექტზე მუშაობას, კიდევ უფრო მეტად დაეუფლებიან კომპიუტერს და მიეჩვევიან ისტის ინტენსიურად გამოყენებას
სასწავლო პროცესში. ეროვნული
სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მოსწავლე
გუნდის წევრებთან ერთად არჩევს პროექტის
წარდგენის ფორმას.
განახორციელებს პროექტს.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
1)
თუ გაქვთ სურვილი– იცოდეთ უფრო მეტი ნებისმიერ
საკითხზე, ვიდრე იცით? 2)ყველაზე მეტად რა გაინტერესებთ?
|
|
თემატური კითხვები
|
1)ქართული სუფრა და ტრადიციები
თუ მოგწონთ? 2) თამადის ინსტიტუტზე
რა აზრისა ხართ? 3) თუ გსმენიათ
რამე ქართველი პოეტების
სტუმარ–მასპინძლობის შესახებ?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
1)
თუ იცით, რუსი პოეტებიდან ვინ სტუმრობდა საქართველოს და ვინ მიუძღვნა
ლექსები ჩვენს ქვეყანას? 2)რა იცით ცნობილ რუს პოეტ– სერგეი ესენინზე? 3)როგორი მასპინძლობა გაუწიეს ჩვენმა
სასიქადულო პოეტებმა საქართველოში სტუმრად მყოფ ესენინს?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღწერეთ შეფასების
ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან
მუშაობისას იყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის,
პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და
პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის
სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს),
ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს,
გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი
პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს,
რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ,
ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეებმა
პროექტის დაწყებამდე იციან ზოგადად
სერგეი ესენინის შესახებ, ფლობენ
კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, გაკვეთილებზე
იყენებენ ისტ-ს. აქვთ გახსნილი
თავიანთი ელექტრონული ფოსტა, ბლოგი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შევდივარ მეცხრე კლასში და მოსწავლეებს
ვაცნობ პროექტის თემას.: ქართული სადღეგრძელოს ძალა
.
მოსწავლეები
იწყებენ მსჯელობას პროექტის
ირგვლივ და სახავენ პროექტის
განხორციელების გზებს . მოსწავლეების სიმცირის გამო-სულ ოთხი მოსწავლეა-ბავშვებს ჯგუფებად არ დავყოფ. ავირჩევთ
ლიდერს, რომელიც თავის დავალების
პარალელურად სხვა ბავშვების მუშაობასაც
დააკვირდება. ლიდერი არ აირჩევა აკადემიური მოსწრების მიხედვით.
ძლიერი და სუსტი
მოსწავლეები ერთნაირად იქნებიან ჩართული პროექტის განხორციელებაში. თითოეული მოსწავლე გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას პროექტის შესახებ, დასახავენ პროექტის
განხორცილების გზებს, ერთმანეთს
გაუზიარებენ თავიანთ აზრებს. ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ
კონკრეტულ დავალებას: სოფელში მოხუცებში
შეაგროვონ და დისკზე ჩაწერონ ორიგინალური და გამორჩეული სადღეგრძელოები. ამის შემდეგ მოსწავლეები
გლეხებში ატარებენ გამოკითხვას იმის შესახებ, თუ რომელიმე მათგანს სმენია რამე ზოგადად რუს პოეტებზე
და, კერძოდ, სერგეი ესენინზე. ამ
გამოკითხვით ბავშვები იგებენ, რამდენად იცნობს მათი ბებია-ბაბუების
თაობა რუსულ მწერლობას. ამ
ყველაფერს დასჭირდება დაახლოებით ერთი
კვირა. შემდეგ მოსწავლეები იკრიბებიან კლასში და
ერთად ვნახულობთ, თუ რა მასალები
შეაგროვეს. რის შემდეგაც მოსწავლეებს
ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით. შემდეგ
უკვე ირჩევენ სხვა ლიდერს და იღებენ ახალ დავალებებს. თითოეულმა ინდივიდუალურად უნდა მოიძიოს ინტერნეტში
შემდეგი რამ. ერთმა–
სერგეი ესენინის ბიოგრაფიული ცნობები. მეორემ– ესენინის ლექსები საქართველოსა და
კავკასიაზე. მესამემ– ესენინის ურთიერთობა ქართველ
პოეტებთან .
მეოთხემ–ესენინის
საქართველოში სტუმრობა,ქართველი პოეტების გამასპინძლება და ის, თუ როგორი
აღფრთოვანებული და გაოცებული დარჩა ცნობილი რუსი პოეტი ქართული სუფრით და იმ სადღეგრძელოებით, რომლებიც უბრალო
გამვლელმა გლეხებმა შესვეს,ესენინმა რომ მიიწვია სპეციალურად
მისთვის გამართულ სუფრასთან.
რუსი პოეტი იმდენად აღფრთოვანდა გლეხების
წარმოთქმული სადღეგრძელოებით, რომ ცრემლები ვერ შეიკავა და წამოიძახა:,,მე, რუსეთის დიდ პოეტს,არ შემიძლია სადღეგრძელოს
ასე ლამაზად თქმა, ეს უსწავლელი გლეხები
რომ ამბობენ!,, ამის შემდეგ
მოსწავლეები ქმნიან ბროშურებს,
გაზეთს, რომლებსაც გააცნობენ მშობლებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მთელი
პროექტის მანძილზე მოსწავლეები ინტენსიურად
იყენებენ ისტ–ს. მოსწავლეებმა
უნდა შექმნან მინიმუმ სამი
პრეზენტაცია.
ინტერნეტით ინფორმაციების მოძიებას,
ბროშურების , გაზეთის დამზადებას
და პრეზენტაციების შექმნას
მოსწავლეები მოანდომებენ დაახლოებით ერთ კვირას.
პროექტის
გა ნხორციელების შემდეგ ეტაპზე
უკვე ჯგუფურად იხილავენ
თავიანთ შეგროვებულ მასალებს . შეარჩევენ პროექტის წარდგენის ფორმას. ეს იქნება პრეზენტაცია, რისთვისაც იყენებენ პროექტორს. ამის შემდეგ
უკვე მოდის ბოლო
ეტაპი , რაც გულისხმობს
პროექტის საბოლოო ვერსიის
დამუშავებას. რის შემდეგაც თავიანთ ნამუშევრებს
ინახავენ პორტფოლიოში და ახალ
შექმნილ ბლოგზე ტვირთავენ.
ამით პროექტზე მუშაობა დასრულებულია.
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების
დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ
და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური
მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
No comments:
Post a Comment