Thursday, October 9, 2014

რეფლექსია

პროექტის მეცხრე  ანუ ბოლო დღე-მომილოცეთ, ფინალში გავედი....პორტფოლიო ავტვირთე დრაივზე და  ბლოგზე გამოვაქვეყნე   ერთმანეთის  პროექტები სევაფასეთ ტრენერთან ერთად.ტრენერმა ჩაიბარა ჩემი ნამუშევრები და  დასვენებს ისიც და მეც. ეს -ხუმრობით, რა თქმა უნდა. სინამდვილეში კი ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე. ახლა უკვე  შემიძლია ვთქვა, რომ ინტელის ტრენინგს უკვალოდ არ ჩაუვლია.  დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ გიზოს ყველაფრისათვის. მომავალ შეხვედრამდე!....

Friday, October 3, 2014

რეფლექსია

          ტრენინგის  მერვე დღე– სხვისი არ ვიცი და ჩემთვის  ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.ძალიან ბევრ რამეში  გავერკვიე. ალბათ, იმიტომ, რომ უშუალოდ მე თვითონ დამოუკიდებლად ვიმუშავე ჩემს პორტფოლიოზე.ვისწავლე პორტფოლიოს ატვირთვა გუგლში  და  იქედან ჩემს ბლოგზე გაზიარება, ასევე ახალ ბლოგზე გვერდების შექმნა.თან კარგია და თან გულიც მწყდება, რომ მხოლოდ ერთი დღე დარჩა.მთავარია, რომ ამდენ შრომას ტყუილად არ ჩაუვლია და რაღაც შედეგს მივაღწიე.მადლობა ტრენერს, ბატონ გიზოს მოთმინებისა და ჩემი გაძლებისათვის.

Thursday, October 2, 2014

რეფლექსია–მეშვიდე დღე

საკმაოდ რთული ტრენინგია, მაგრამ ნელ–ნელა ფინალისკენ მივდივართ საბოლოოდ რაღაც, ალბათ, გამოვა. დღეს ძალიან ენერგიულად ვიყავი, დრო შეუმჩნევლად გავიდა და არც დავღლილვარ, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან საინტერსო განხილვა მოვაწყვეთ პროექტების. საინტერესო იდეები გამოიკვეთა, ტრენერს ლაპარაკს არ ვაცდიდით. ველოდები ხვალინდელ ტრენინგს.

Friday, September 26, 2014

რეფლექსია

ტრენინიგის მეხუთე დღე-  უშუალოდ კონკრეტულად ვისაუბრეთ და დიდი დრო დავუთმეთ პროექტების განხილვას.  გაიმართა საინტერესო დისკუსია, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები. გამოიკვეთა   საინტერესო  აზრები, მეც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება.კონკრეტულად  განვიხილეთ  პროექტზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია. ველოდები შემდეგ ტრენინგს.

Friday, September 19, 2014

რეფლექსია

პროექტის მეოთხე დღე-ბევრი ახალი მასალები დაგროვდა და რთული ხდება  გაგება  და შესრულება, ამას ისიც ემატება, რომ წინა  შეუსრულებელი     დავალებები დამიგროვდა     და ერთად გაკეთება რთული იქნება.                                             

Thursday, September 18, 2014

რეფლექსია

           ტრენინგის მესამე დღე-საინტერესო იყო. წარმოვადგინე პროექტის მოკლე მონახაზი. თრენერისგან მივიღე გარკვეული რჩევები და მითითებები   ჩემი პროექტის შესახებ.         საკმაოდ ვისაუბრეთ პორტფოლიოზე,   კურსის  რესურსებში    ვნახე შაბლონი მიმართულების მიმცემ  კითხვებზე, პროექტის  პროექტის მახასიათებლებზე. ასევე განვიხილეთ მოსწავლის ნიმუში. ვისწავლე ბროშურისა და გაზეთის შექმნა.  ველოდები შემდეგ ტრენინგს.                                

Friday, September 12, 2014



                                                    რეფლექსია            




თრენინგის მეორე დღე–უკვე საინტერესოა ბლოგი შევქმენით, საკუთარ აზრებს ვაფიქსირებთ, ეს კარგია. ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსია გვქონდა პროექტების თემების ირგვლივ. დრო შეუმჩნევლად გავიდა. შემდეგი თრენინგებისაგან მოველი უფრო მეტს და საინტერესოს. ჯერჯერობით სირთულეს  არ წარმოადგენს, სჰემდეგ ვნახოთ...